weather cur horoscope tv
ოქტომბერი 08, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

შატილში ჩამონგრეულ კოშკს წლის ბოლომდე აღადგენენ

12:55 სამშაბათი, 30 მაისი 2017

შატილის კომპლექსის ჩამონგრეულ კოშკს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წელსვე აღადგენს. სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე სპეციალისტები რეაბილიტაციის პროექტის სრულყოფაზე მუშაობენ, რაც ჩამონგრეულ კოშკთან ერთად კომპლექსის სხვა კრიტიკული უბნების რესტავრაციასაც გულისხმობს.

„სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფმა მომხდარის ადგილზე შესწავლის შედეგად ნგრევის მიზეზი დაადგინა. კოშკის რეაბილიტაცია XX საუკუკუნის 80-ანი წლების დროს განხორციელდა. ხანდაზმულობისგან ამორტიზებულ კედელს, რომელიც ტრადიციული მშრალი წყობითაა ნაშენი, თან დაერთო ბოლო დღეების ინტენსიური ნალექი, რამაც მდგომარეობა დაამძიმა, საბოლოოდ კი მისი ნგრევა გამოიწვია. ამჟამად გადარჩენილია კედლის მეოთხედი. არასახარბიელო მდგომარეობაა ხუროთმოძღვრული კომპლექსის სხვა სეგმენტებზეც, რაც ათწლეულების წინ არასწორი მეთოდით მოწყობილი ბანიანი სახურავების მიზეზითაა გამოწვეული. სახურავიდან კედლებზე დადენილი ნალექი ტემპერატურის ცვალებადობის დროს ფიქალის ქვებს ასუსტებს და იწვევს მათი სიმკვრივის მოშლას“,- აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.

შატილში N6 კოშკის დასავლეთის კედელი 23 მაისს ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოსალოდნელია სამხრეთის კედლის ჩამონგრევაც. საფრთხე ექმნება მის გვერდით მდებარე კოშკსაც.

შატილი დუშეთის რაიონში, პირიქითა ხევსურეთში მდებარეობს. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც. საუკუნეების განმავლობაში დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შატილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]