weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სოფელ ფშაველში თუშური ფოლკლორის სახლი გაიხსნება

12:10 ოთხშაბათი, 31 მაისი 2017

თუშური ტრადიციებისა და ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით, თელავის რაიონის სოფელ ფშაველში ფოლკლორის სახლი გაიხსნება. ფოლკლორის სახლში ფშაველში მცხოვრები ახალგაზრდები თუშურთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებსა და საგალობლებს შეისწავლიან.

თუშური ფოლკლორის სახლს ორგანიზაცია „თუშური ბრენდი“ გახსნის. პროექტის „თუშური მუსიკალური ფოლკლორის ხელშეწყობა განვითარება“ ფარგლებში მოსწავლეების მიღება კი 2017 წლის ოქტომბერში დაიწყება.

„პროექტი ემსახურება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას,მის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალგაზრდების გააქტიურებას და ჩართულობას. პროექტში გამოიყენება „თუშური ბრენდის“ საარქივო მასალები, ასევე შეისწავლება საგალობლები და საქართელოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები“,- უთხრა „რეგინფოს“ „თუშური ბრენდის“ ხელმძღვანელმა მარი ხაჩიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თუშური ბრენდის“ ინიციატივით პირველი არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცე „ფოლკლორის სახლი“ 2015 წელს, ქვემო ალვანში დაფუძნდა. ქვემო ალვანში მდებარე ფოლკლორის სახლში სწავლა „თუშეთის განვითარების ფონდის“ დაფინანსებით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]