weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ამერიკის კინოაკადემიამ წევრების რაოდენობა 928-ით გაზარდა

15:53 ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018

ამერიკის კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ (AMPAS) ახალი წევრობის მოსაწვევი 928 ადამიანს გაუგზავნა. კინოაკადემიის წევრების რაოდენობის გაზრდა გენდერული და რასობრივი ბალანსის დაცვითაა განპირობებული.

მოწვეულ წევრებს შორის ყველაზე პატარა 14 წლის ოსკარის ნომინანტი მსახიობი კუავენჟანე უოლისია, ხოლო ყველაზე მხცოვანი - 86 წლის რუსი კომპოზიტორი სოფია გუბაიდულინა.

ახალმოწვეულ წევრებს შორის 49% ქალია, ხოლო 38% - ფერადკანიანი. ახალი კანდიდატების თანხმობის შემთხვევაში, ქალების საერთო პროცენტი აკადემიაში 31% იქნება. ფერადკანიანი წევრების რაოდენობა კი საერთო ჯამში 16% გახდება.

მოწვეული 928 წევრიდან 17 ოსკაროსანია, 92 კი - ოსკარის ნომინანტი. ახალ წევრთა სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ამერიკის კინოაკადემიას ორი ქართველი წევრი ჰყავს, ესენი არიან: ზაზა აბაშიძე და ნანა ჯორჯაძე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]