weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გელა კანდელაკი ლიეტუვის პრეზიდენტისგან ჯილდოს მიიღებს

16:04 ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018

კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, ხელის ჩრდილების თეატრისა და საგანმანათლებლო ფილმების სტუდია „კვალი XXI“-ს დამფუძნებელი გელა კანდელაკი ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესგან ლიეტუვის წინაშე დამსახურებისთვის საგანგებო ჯილდოს მიიღებს.

გელა კანდელაკის დაჯილდოების ცერემონიალი 6 ივლისს ვილნიუსში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

გელა კანდელაკს წლების წინ ლიეტუვაში წასვლას და იქ პედაგოგიურ მოღვაწეობას, ლიეტუვური ჩრდილების თეატრის შექნმას სთავაზობდნენ. რეჟისორმა საქართველოში დარჩენა და ქართულ დასთან მუშაობა გააგრძელა. ამის შემდეგ მისი ლიუტუველი მოწაფეები საქართველოში ჩამოვიდნენ და გელა კანდელაკთან 2 წელი ეუფლებოდნენ ჩრდილების ხელოვნებასა და მსახიობის ოსტატობას.

2017 წლის 27 მაისს, მთელ მსოფლიოში უნიკალური ქართული ხელის ჩრდილების თეატრი საერთაშორისო ბრენდი გახდა: შეიქმნა შვილობილი ბრენდი „ბუდრუგანა-ლიტვა“. მათ პირველი სპექტაკლი თბილისში ითამაშეს. ლიეტუვაში დაბრუნების შემდეგ კი თავიანთ ქვეყანაში განაგრძეს სპექტაკლების წარმატებით ჩვენება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]