weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მოსწავლეთა გუნდმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვა

11:51 ორშაბათი, 16 ივლისი 2018

საქართველოს ნაკრები გუნდი მათემატიკის 59-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან ერთი ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ნაკრები კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული.

ვერცხლის მედალი საბა ლეფსვერიძემ, ხოლო ბრინჯაოს მედლები ნიკა ბირკაძემ, თემო თოლორაიამ, სანდრო ხოხიაშვილმა, დიმა კორკოტაშვილმა და ლუკა მუშკუდიანმა მოიპოვეს.

ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა და 252 შესაძლებელიდან 212 ქულა დააგროვა.

მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები 2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შედეგების მიხედვით შეირჩნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]