weather cur horoscope tv
დეკემბერი 04, 2020

კულტურულ მემკვიდრეობაზე ინფორმაციის სანდოობის შესახებ კანონპროექტი მომზადდება

11:17 პარასკევი, 31 აგვისტო 2018 hits 916

„ბოლო პერიოდში, ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, იკვეთება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ტურისტებისთვის მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის დაცვის აუცილებლობა“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რომელიც ამ ინფორმაციის სანდოობას უზრუნველყოფს.

„უაღრესად სასიხარულო და მისასალმებელია, რომ საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ტურისტული ნაკადები და ვითარდება ტურიზმის სფერო, თუმცა ბოლო პერიოდში, ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, იკვეთება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ იმ ინფორმაციის სანდოობის დაცვის აუცილებლობა, რომელიც ტურისტებს მიეწოდებათ. საკითხი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე ვსაუბრობთ ეროვნული კატეგორიის ძეგლების ინფორმაციის დაცულობის გარანტიებზე, ხოლო შემდგომ აღნიშნული პროცესი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება. უახლოეს მომავალში კი მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციის სანდოობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, უფრო თანმიმდევრული გახდება ის ისტორიული მონაცემები, რომლებიც საქართველოში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს მიეწოდებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]