weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შექსპირის კომედიის დადგმისათვის ირანში თეატრის თანამშრომლები დააპატიმრეს

10:09 სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018

ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ერთ-ერთი თეატრის ორი თანამშრომელი უილიამ შექსპირის კომედიის, „ზაფხულის ღამის სიზმრის“ დადგმისთვის დააპატიმრა.

ირანის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა შაჰრან ქარამიმ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ განუმარტა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ბრძანება გასცა პიესის რეჟისორის მარიამ ქაზემისა და მენეჯერის, საედ ასადის დაპატიმრებაზე, 9 სექტემბრის საღამოს სოციალურ ქსელში გავრცელებული ტრეილერის გამო. 

ქარამის თქმით, ტრეილერმა „გაუგებრობა“ გამოიწვია. სოციალურ მედიაში ნაჩვენებ ვიდეოზე მამაკაცი და ქალი ერთად ცეკვავენ, რაც კანონსაწინააღმდეგოდ ითვლება ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.

თეატრის დირექტორმა შექსპირის ფანტასტიკური რომანტიკული კომედია დაახასიათა, როგორც ცეკვის, სიმღერისა და კლასიკური თეატრის კომბინაცია. 

ირანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითოეულ ბრალდებულს გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს სახით 24 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]