weather cur horoscope tv
დეკემბერი 04, 2020

ნიკორწმინდის გუმბათზე აღმოჩენილი ორნამენტები სავარაუდოდ XI საუკუნისაა

17:38 სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018 hits 1594

რესტავრატორები ვარაუდობენ, რომ ნიკორწმინდის ტაძრის გუმბათის ყელის ქვედა ნაწილში აღმოჩენილი ამ დრომდე უცნობი უნიკალური რელიეფური ორნამენტები გუმბათის სხვა ორნამენტების თანადროულია (XI საუკუნე) და მათთვის დამახასიათებელი ქვაშიკვეთილობის სტილითაა შესრულებული. 

ქვაში ნაკვეთი ფრაგმენტები ორი დღის წინ, კონსერვაციის დამასრულებელი ფაზის სამუშაოებისას აღმოჩნდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გუმბათზე ერთ-ერთი მღვდელმთავრის პორტრეტი და ნიკორწმინდისთვის სახასიათო მდიდარი ორნამენტია წარმოდგენილი.

„სამხატვრო აკადემიის რესტავრატორთა ჯგუფის წევრებმა რელიეფურ წყობას ტაძრის მკლავისა და გუმბათის ყელის კონსტრუქციული ბმის იმ სეგმენტზე მიაგნეს, სადაც ფასადი ბათქაშის ადრესარესტავრაციო ფენის ნარჩენისაგან უნდა გაწმენდილიყო. ორნამენტული რიგი გადახურვის ხის კონსტრუქციის ქვეშ იყო მოქცეული და ამ დრომდე შეუმჩნეველი იყო. ის არც ნიკორწმინდის ტაძრის თუნუქით გადახურვის პროცესისას შეუმჩნევიათ, რომელიც დაახლოებით 15 წლის წინ განხორციელდა“, - აცხადებენ სააგენტოში.

ნიკორწმინდის ექსტერიერის ფასადზე ქვის საკონსერვაციო სამუშაოებს სამხატვრო აკადემიის რესტავრატორთა ჯგუფი ახორციელებს. ჯგუფს მხატვარ-რესტავრატორი ნანა კუპრაშვილი ხელმძღვანელობს, სამუშაოები კი 2018 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]