weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

პოლ მაკკარტნიმ საბავშვო წიგნი დაწერა

11:01 პარასკევი, 28 სექტემბერი 2018

ლეგენდარული პოლ მაკკარტნი საბავშო მწერლობაში ძალებს კიდევ ერთხელ სინჯავს. The Beatles-ის ყოფილმა წევრმა საბავშვო წიგნი დაწერა, სახელწოდებით Hey Grandude, რომელიც გაყიდვაში ერთ წელიწადში გამოვა, თუმცა წინასწარი შეკვეთის მიცემა უკვე შესაძლებელია.

სერ პოლის თქმით, ნაწარმოები შვილიშვილს მიუძღვნა და სახელადაც მიმართვა "Grandude" დაარქვა, როგორც მას შვილიშვილი ეძახდა. ნაწარმოების მთავარ გმირსაც ზედმეტსახელად „გრანდიუდი“ ჰქვია, რომელიც მსოფლიოს ყველა ბავშვის პაპაა.

ლეგენდარული მუსიკოსისთვის აღნიშნული საბავშვო წიგნი პირველი არაა, რადგან 2005 წელს მან ზღაპარი სახელად „მაღლა ღრუბლებში“ (High in the Clouds) მწერალ ფილიპ არდასთან თანაავტორობით გამოსცა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]