weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გარდაიცვალა საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე

11:35 შაბათი, 06 ოქტომბერი 2018

ესპანელი აღიარებული საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში მშობლიურ ქალაქ ბარსელონაში გარდაიცვალა.

ბელკანტოს ტექნიკით განთქმული კატალონიელი სპორანო ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის გაუარესების გამო ბარსელონაში არსებულ საავადმყოფოში მკურნალობდა.

მონსერატ კაბალიეს ორმოცდაათწლიანი საოპერო კარიერა ჰქონდა. იგი ცნობილი გახდა როსინის, ბელინისა და დონიცეტის კლასიკურ იტალიურ ოპერებში წამყვანი როლების შესრულებით. საყოველთაო პოპულარობა კი მოუტანა როკ-ჯგუფ Queen-ის ვოკალისტ ფრედი მერკურისთან ერთობლივმა ალბომმა და ჰიტმა “Barcelona”, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ, 1992 წელს ბარსელონას ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ჰიმნი გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]