weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

6-7 ოქტომბერს „თბილისობაა“ - ღონისძიებების სრული გრაფიკი

11:37 შაბათი, 06 ოქტომბერი 2018

6-7 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება. მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში კულტურული, სპორტული, გასართობი და სხვა ღონისძიებები გაიმართება. „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით რამდენიმე ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

6 ოქტომბერს რიყის პარკში დაგეგმილია გასტრონომიული ფესტივალი - 12:00 - 20:00; ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ - 13:00 - 20:0; საბავშვო გასართობი პროგრამა - 11:00 – 19:00; კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით -14:00 - 18:00; რარიტეტული მანქანების გამოფენა - 12:00 – 18:00

ლეღვთახევში მხატვრების, ფოტოხელოვანებისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - 13:00 – 17:00; საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა -13:00 – 17:00; ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი - 14:00-17:00; პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ - 14:00 – 17:00; პროექტი „გვიდირიჟორე“ - 15:00 -17:00; ცოცხალი მუსიკა - ბენდი Killages -18:00 – 19:00; გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა - „მეტრონომი“ - 20:00 - 21:00;

მეიდანზე (სიონის სკვერთან) „ხილის ფესტივალი“ - 12:00-19:00; დედაენის ბაღი - 12:00 – 18:00 - სპორტული და გასართობი ღონისძიებები; ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - თბილისის ფალავნის გათამაშება; ტურნირები ნარდში; მხატვრული ტანვარჯიში - საჩვენებელი გამოსვლა; აკრობატიკა - საჩვენებელი გამოსვლა; შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“; ბატუტი - საჩვენებელი გამოსვლა; ბოჩა (შშმ პირებისთვის); ტურნირი მინი გოლფში; შეჯიბრი მკლავჭიდში; მაგიდის ჩოგბურთი; ძალოსნობა - საჩვენებელი გამოსვლა.

დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე იტალიელი არქიტექტორის, მშრალი ხიდის ავტორის ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩის გახსნა - 14:00.

ევროპის მოედანზე მიუზიკლი - „თბილისური ვოდევილი“ - პრემიერა - 20:00;

7 ოქტომბერს რიყის პარკში დაგეგმილია გასტრონომიული ფესტივალი - 12:00 - 20:00; ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ - 13:00 -20:00; საბავშვო გასართობი პროგრამა - 11:00 – 19:00; საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრებს გარეშე“ - 14:00-15:00; კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით - 14:00 18:00; რარიტეტული მანქანების გამოფენა - 12:00 – 18:00

ბარათაშვილის ქუჩაზე კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა და ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი - 14:00.

ლეღვთახევში მხატვრების, ფოტო ხელოვანებისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - 13:00 – 17:00; საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა - 13:00 – 17:00; ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი - 14:00 -17:00; პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ - 14:00 – 17:00; ცოცხალი მუსიკა - დაუვიწყარი კონცერტი - ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით - „მექი დანა და მისი მეგობრები“ - 16:00 – 18:00; პროექტი „გვიდირიჟორე“ - 19:00 - 21:00; გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა - „მეტრონომი“ - 21:00 – 22:00

დედაენის ბაღში - 12:00 – 18:00 - სპორტული და გასართობი ღონისძიებები; ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - თბილისის ფალავნის გათამაშება; ტურნირები ნარდში; მხატვრული ტანვარჯიში - საჩვენებელი გამოსვლა; აკრობატიკა - საჩვენებელი გამოსვლა; შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“; ბატუტი - საჩვენებელი გამოსვლა; ბოჩა (შშმ პირებისთვის); ტურნირი მინი გოლფში; შეჯიბრი მკლავჭიდში; მაგიდის ჩოგბურთი; ძალოსნობა - საჩვენებელი გამოსვლა; კარატე - საჩვენებელი თამაშები

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანზე საპატიო თბილისელის დაჯილდოება და გალა კონცერტი - „ჩემო თბილის ქალაქო“ – რევაზ ლაღიძე - 19:00.

„თბილისობასთან“ დაკავშირებით, 6 ოქტომბერს, 9:00 საათიდან 23:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობააიკრძალება ოქროყანაში, მთაწმინდის პარკის მიმართულებით. გადაადგილებაშესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიცგანლაგებული იქნება შინდისი-ოქროყანის გზაჯვარედინზე. მოძრაობა სრულად აღდგება „თბილისობის“ დღესასწაულის დასრულებისთანავე.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]