weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს

11:52 სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018

ჯუნიორ ევროვიზიის სიმღერის წლევანდელ კონკურსზე, რომელსაც ბელარუსის დედაქალაქი მინსკი უმასპინძლებს, საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს სიმღერით – „შენი ხმა“.

სიმღერის მუსიკის ავტორი სოფო ტოროშელიძეა, ტექსტის კი - ალექსანდრე ლორთქიფანიძე. ვიდეოკლიპის პრეზენტაცია ახლახანს შედგა. მისი რეჟისორი კახა ბუხრაშვილი გახლავთ.

ევროვიზია ჯუნიორის საკონკურსო სიმღერა „შენი ხმა” კონკურსის შედეგად, 22 კომპოზიციას შორის, შეირჩა. ჟიურის წევრები იყვნენ: დავით ევგენიძე (კომპოზიტორი), სოფო ხალვაში (მომღერალი), ნოდიკო ტატიშვილი (მომღერალი), ზაზა ორაშვილი (რეჟისორი), მანანა მორჩილაძე (ვოკალის პედაგოგი) და ლანა ქუთათელაძე (პირველი არხის პროექტების განვითარების სამსახურის უფროსი).

2018 წლის საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსი 25 ნოემბერს გაიმართება. საქართველო ევროვიზია ჯუნიორზე მონაწილეობას მე-12-ედ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ საქართველო წინა წლებში საბავშვო ევროვიზიის სამგზის გამარჯვებულია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]