weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ვანის ქვაბები ტურისტებისთვის დაიკეტება

11:07 ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018

ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე ვანის ქვაბები ტურისტებისთვის დროებით დაიკეტება. სპეციალისტების პირველადი დასკვნით დადგინდა, რომ ძეგლზე გადაადგილება საშიშია, რადგან დაზიანებული ადგილები შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. ქვათაცვენა კლდეში ნაკვეთ კომპლექსში ყოველდღიურად იმატებს და შეუქცევადი პროცესია.

პირველ არხთან ინტერვიუში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ ძეგლის საფუძვლიანი კვლევა მომავალ წელს დაიწყება.

„სამი სახის პრობლემაა: პირველი - ქვათაცვენა, მეორე - ჰიდროგეოლოგიური კვლევა, რათა მოხდეს დაკვირვება, როგორ შეიძლება კომპლექსზე წყლის არიდება და მესამე - არქეოლოგიური კვლევის დაწყება, რათა უფრო კარგად გამოვავლინოთ ის ნაწილი, რაც შუა საუკუნეებში მიწისძვრის დროს ჩამოინგრა“, – აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

ვანის ქვაბების უდაბნო-მონასტერი VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლია, რომელიც ასპინძიდან 27 კილომეტრში, სოფელ თმოგვის სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1386 მეტრზე მდებარეობს. კომპლექსი ტერასულად 16 სართულზეა განლაგებული და 200-მდე გამოქვაბულისგან შედგება. კომპლექსში შედის 6 ეკლესია. სამონასტრო ცხოვრება აქ რვა საუკუნის განმავლობაში არსებობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]