weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

კულტურა

26-31 აგვისტოს რიგით IX საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში 26, 28 და 29 აგვისტოს კონცერტები ბათუმში ჩატარდება, ხოლო 31 აგვისტოს დასკვნით გალა-კონცერტს თბილისი უმასპინძლებს. წლევანდელ ფესტივალზე მევიოლინე ლიანა…

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ ხალხურ მედიცინას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 

ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი One Caucasus მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში 24, 25, 26 და 27 აგვისტოს გაიმართება. წელს ფესტივალში მონაწილეობას 15-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს, მათ შორისაა სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, გერმანია, ინდოეთი,…

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში კალაურში, ჩალაუბანში, ვაჩნაძიანსა და მუკუზანში მდებარე შუა საუკუნეებში აშენებულ ხუთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ლიტერატორისა და მთარგმნელის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო.

აჭარის მთავრობა და დეველოპერული კომპანია „რედკო“ 23 აგვისტოს ბათუმის პიაცაზე წარმოგიდგენთ პროექტს „მუსიკა გაერთიანებს“. მოწვეულ სტუმრებს სრულიად განსხვავებულ ჟანრთა სინთეზი ელით, რომლის მთავარი გმირიც მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი იქნება.

ქართველი რეჟისორის ანა ურუშაძის ნამუშევარი „საშიში დედა“ ლოკარნოს 70-ე საიუბილეო  საერთაშორისოკინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმმა საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა.

კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში XIX საუკუნეში აშენებული ბოლგარსკიანთ სასახლის, იგივე არტ-ვილა გარიყულას აღდგენა დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის სიმბოლოს - კოშკის როტონდის გამაგრება, მისი იატაკისა და რიკულებიანი მოაჯირის განახლება.

ფიტარეთის მონასტერთან საყდრისის კომიტეტმა დღეს გამაფრთხილებელი აქცია "გადაარჩინე ფიტარეთი" გამართა. კომიტეტის წევრების განცხადებით, ოქროს მომპოვებელმა კომპანია RMG Gold-მა XIII საუკუნის ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის მახლობლად, ბნელი ხევის ტერიტორიაზე აფეთქება განახორციელა, რამაც…

შვეიცარიის ქალაქ ვერბიეში, წინანდლის ფესტივალის და ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებლებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს „წინანდლის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის და მუსიკალური აკადემიის დაარსების შესახებ“.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]