weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სიღნაღში ზეთისხილის მოსავალი აიღეს

11:16 ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ზეთისხილის მოსავალი აიღეს. კომპანიამ „ქართული ზეთისხილი“ საქობოში პლანტაციები 300 ჰექტარზე 7 წლის წინ გააშენა, ზეთისხილის გადამამუშავებელი ქარხანა კი 2016 წელს შეიქმნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმო ჰოლანდიურ–თურქული ინვესტიციით და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ხელშეწყობით გაიხსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია.

„ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, ათეულობით წარმატებული საწარმო შეიქმნა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში. აქ იწარმოება როგორც ზეთისხილის პირველადი პროდუქცია, ასევე, ხდება ზეთისხილის გადამუშავება, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ზეთისხილის საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. ცივი გამოხდის მეთოდით მიღებული ზეითუნის ზეთი და საპონი კომპანიის ძირითადი პროდუქციაა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე იყიდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]