weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2019

აგრობიზნესში ახალგაზრდების ჩართვის მიზნით ახალი საგრანტო პროგრამა იწყება

15:54 პარასკევი, 16 ივნისი 2017 hits 1473

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებით, „სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR)“ პროექტის ფარგლებში საქართველოში ახალი საგრანტო პროგრამა იწყება.

პროგრამისთვის დანიის სამეფოს მთავრობამ საქართველოს დამატებით 27 965 000 დანიური კრონა (დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარამდე) გამოუყო.

საგრანტო პროგრამის მიზანი აგრობიზნესთან დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობაში სოფლად ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაა. პროგრამის ბენეფიციარები სოფლად მცხოვრები 40 წლამდე ქალები და 35 წლამდე მამაკაცები იქნებიან.

პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და სხვა იურიდიული პირები, რომელთა დამფუძნებლებიც და მმართველი გუნდიც ამ ასაკობრივ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარების დახმარებას ბიზნესგეგმის შედგენის ეტაპზეც. წარდგენილი ბიზნესგეგმების განხილვის საფუძველზე, თითოეულ აპლიკანტზე გამოიყოფა  დაფინანსება არაუმეტეს 25 000 აშშ დოლარისა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გულისხმობს 40% გრანტისა და 60 % ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობას.

პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს და 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელმა დინა სალეჰმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისა და დანიის სამეფოს თანამშრომლობით, IFAD-ის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი პროგრამა იწყება და იმედია, რომ ის  წარმატებული იქნება და ახალგაზრდებს სოფლად დასაქმების და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]