weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

რუსთავში მარილის ქარხნის აშენება იგეგმება

16:53 შაბათი, 03 ნოემბერი 2018

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე მარილის მწარმოებელი საწარმო აშენდება. პროექტს შპს „გლობალ ენტერპრაიზისს“ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განახორციელებს.

ახალი საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და აღჭურვილი იქნება მარილის დამუშავების თანამედროვე იოდირებისა და შეფუთვის დანადგარებით. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ქარხანა წელიწადში მინიმუმ 2500 ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს, რითიც მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს საქართველოში იმპორტირებულ მარილს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე ევროკავშირის ბაზარზეც განხორციელდება.

ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 512 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 166 587 ლარად გადაეცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]