weather cur horoscope tv
მაისი 11, 2024

ეკონომიკის მინისტრის თქმით, გარკვეულ საბანკო დავალიანებებზე შესაძლოა ამნისტია გამოცხადდეს

23:42 კვირა, 18 ნოემბერი 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, გარკვეულ საბანკო დავალიანებებზე შესაძლოა ამნისტია გამოცხადდეს. ქობულიას თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებას 19 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოაცხადებს.

„შავ სიაში მყოფი ადამიანების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია მიდის მუშაობა. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც გააჩნია ჩვენს ეკონომიკას. ჩვენ ვიცით, რომ რამოდენიმე ასეული ათასი კაცია „შავ სიაში„ მოხვედრილი და ყველაზე მთავარი ჩვენი ეკონომიკისთვის არის, რომ ეს ხალხი გამოთიშულია ეკონომიკური საქმიანობიდან. ბევრ მათგანს მოტივაცია აქვს დაკარგული, იშოვოს სამსახური და დაიწყოს მუშაობა, რადგან ხელფასის ნაწილი შეიძლება ჩამოეწეროს. ისინი ჩვენ პრაქტიკულად დაკარგულები გვყავს. ჩვენ ისინი ისევ ეკონომიკაში უნდა ჩავრთოთ. ამიტომ ამ საკითხზე დიდი ხანია, მსჯელობა მიდის და ხვალ პრემიერი გამოაცხადებს ჩვენს გადაწყვეტილებას. ეს არ არის ჩვენთვის სიახლე. ეს არის დიდი მუშაობის შედეგი. შეიძლება, გამოცხადდეს ამნისტია რაღაც განსაზღვრულ დავალიანებებზე“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დღეს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილსის მერმა, კახა კალაძემ დააანონსა, რომ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 19 ნოემბერს ჭარბვალიანობის დაძლევასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

კალაძის თქმით, მთავრობას „მასშტაბური და პრინციპული“ გადაწყვეტილება იქამდე ჰქონდა მიღებული, ვიდრე დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ბრიფინგს გამართავდა და ხელისუფლებას მოუწოდებდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწეროს და სახელმწიფოს გადააბაროს. როგორც კალაძემ თქვა, მთავრობის გადაწყვეტილებამ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]