weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

მევახშეობით დაზარალებულების პრობლემაზე აქტიურად ვმუშაობთ – ბახტაძე

12:20 ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც ე.წ. შავ სიაში მოხვედრილი 600 ათასზე მეტი მოქალაქის ვალებისგან გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა, აღნიშნა, რომ მთავრობა მევახშეობით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემაზეც მუშაობს.

„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეობით უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა. მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვიმედოვნებ, რომ დადებით შედეგს ამ ნაწილშიც მივაღწევთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მთავრობის მიდგომაა, რომ ჭარბვალიანობა, როგორც რისკი და მძიმე ტვირთი ზოგადად იქნას დაძლეული: „შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოქალაქეებს თავისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი არ მიდიოდეთ ვალების მომსახურებაში და ზოგადად, ვალების მომსახურების კოეფიციენტი გავუტოლოთ ჯანსაღ საერთაშორისო პრაქტიკას“.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საბანკო და არასაბანკო სექტორთან მოლაპარაკებების შედეგად 600 ათასზე მეტ მოქალაქე ე.წ. შავი სიებიდან ამოვა. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს „შავ სიაში“ 700 ათასზე მეტი მოქალაქეა. როგორც მან თქვა, ვალებისგან გათავისუფლებულ მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]