weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

Wizz Air ამატებს ახალ რეისს ქუთაისიდან კრაკოვის მიმართულებით

23:07 ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018

ავიაკომპანია Wizz Air 2019 წლის მაისსა და სექტემბერში კრაკოვის აეროპორტში ორ ეარბას A320 ტიპის ავიახომალდს განათავსებს. ახალი ბაზის პარალელურად, Wizz Air კრაკოვიდან 9 ქვეყნის მასშტაბით 12 ახალ ავიამიმართულებას ამატებს, მათ შორისაა ქუთაისიც.

Wizz Air-ის დაბალბიუჯეტიანი რეისი პოლონეთის სიდიდით მეორე ქალაქის მიმართულებით კვირაში ორჯერ: ოთხშაბათსა და კვირას განხორციელდება. აღნიშნულ რეისზე ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია www.wizzair.com-ზე ან WIZZ მობილური აპლიკაციით, 56,99 ლარიდან, უფასო ხელბარგის ჩათვლით, რომლის მაქსიმალური ზომებია 40x30x20სმ.

ქუთაისის გარდა რეისები ემატება ლონდონის, ბარის, კიევის, კატანიას, ლარნაკას, ნიცას, ტურკუს, ბილუნდის, დონკასტერის, ხარკოვისა და ოსლოს მიმართულებით.

ახალი მარშრუტის ჩათვლით, ქუთაისის აეროპორტიდან Wizz Air ამჟამად ავიარეისებს გთავაზობთ პოლონეთის 5 ქალაქის მიმართულებით. მათ შორისაა გდანსკი, კატოვიცე, ვარშავა და ვროცლავი. ჯამში ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან ახორციელებს ავიარეისებს 13 ქვეყნის 21 მიმართულებით.

2018 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, საქართველოს ქსელში არსებული დაბალბიუჯეტიანი ავიარეისებით ავიაკომპანიამ 485 998 მგზავრი გადაიყვანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]