weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ყველაფერს გავაკეთებთ რათა გუდაური მსოფლიო რუკაზე დამკვიდრდეს – პრემიერი

15:26 შაბათი, 15 დეკემბერი 2018

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გუდაური და ჩვენი მთის სხვა კურორტები მსოფლიო რუკაზე დამკვიდრდნენ, როგორც საერთაშორისო დონის სამთო-სათხილამურო ტურისტული ცენტრები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუდაურში, ზამთრის სეზონის გახსნაზე.

მამუკა ბახტაძის თქმით, გუდაური ახალ სეზონს 6 ახალი საბაგირო გზით ხვდება, რომელთა შორის ორი ძველი, ახლად რეაბილიტირებული გზაა.

„ექვსი ახალი საბაგიროდან სამი არის გუდაური-კობის მონაკვეთზე, რაც მნიშვნელოვანია, რომ კობი, გუდაური და სტეფანწმინდა ერთ კლასტერში განვავითაროთ.

ეს პროექტები საშუალებას მოგვცემს, დაახლოებით 4-ჯერ გავზარდოთ გამტარუნარიანობა გუდაურში. ეს იმას ნიშნავს, რომ გუდაურში ტურისტებისთვის იქნება განსაკუთრებით კომფორტული გარემო და აღარ გვექნება ის რიგები, რომლებიც წინა წლებში ყველას გვაწუხებდა.

ამასთან ერთად, მიმდინარეობს სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც. თითქმის სრულდება წყლის რეზერვუარის პროექტი, გუდაურის დიდ ნაწილში უკვე დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ზამთრის კურორტებზე პატრულირებისთვის წელს სპეციალური ტრენინგი საპატრულო პოლიციის 82-მა თანამშრომელმა გაიარა და ყველა ზამთრის კურორტზე – გუდაურში, ბაკურიანში, ზემო აჭარაში და სვანეთში, ახლადეკიპირებული პატრულის შემადგენლობა იმუშავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]