weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ირანელმა ბიზნესმენმა ტაბახმელასა და ოქროყანაში 53 728 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა

18:11 ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017

ირანის მოქალაქის კუთვნილმა შპს „ადონის“-მა, რომელიც საქართველოში 6 თვის წინ დარეგისტრირდა, თბილისში, სოფელ ტაბახმელასა და ოქროყანის დასახლებაში 4 მიწის ნაკვეთი შეიძინა, ჯამში 5.4 ჰექტარი, რაშიც 2 517 060 ლარი გადაიხადა. მხარეებს შორის დადებული არცერთი ნასყიდობის ხელშეკრულება რაიმე საინვესტიციო ვალდებულებებს არ შეიცავს.

2017 წლის 11 მაისს, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე, თბილისის ტერიტორიაზე, სოფელ ტაბახმელაში მდებარე 52 160 კვ.მ. არსასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდა (ს/კ - 81.02.21.154).

პრივატიზებული მიწის ნაკვეთი შპს „ადონის“-მა შეიძინა, რომელმაც 1 698 000 ლარი გადაიხადა. ქონების შემძენის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 2017 წლის 2 ივნისს დარეგისტირდა.

ოფიციალური მონაცემებით, შპს „ადონის“ (ს/კ - 406196272), - რეგისტრირებულია 2016 წლის 26 დეკემბერს. კომპანიის დირექტორი და 100 % წილის მფლობელია ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ამირაბბას სოჰრაბბეიგი, რომელსაც მანამდე საქართველოში ბიზნესინტერესები არ ჰქონია.

გარდა ამისა, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, შპს „ადონის“-მა 2017 წელს კიდევ 3 უძრავი ნივთი შეიძინა:

2017 წლის 23 მარტს, აღნიშნულმა კომპანიამ ასევე ელექტრონული აუქციონის გზით იყიდა ქ. თბილისში, შატბერაშვილისა და კეკელიძის ქუჩების მიმდებარედ არსებული 929 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ - 01.14.12.003.128), რაშიც 489 600 ლარი გადაიხადა.

2017 წლის 10 მაისს, იმავე ბიზნესმენმა ელექტრონულ აუქციონზე შეიძინა თბილისში, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 2 მიწის ნაკვეთი - 222 კვ.მ (ს/კ - 01.14.12.003.137) და 417 კვ.მ (ს/კ - 01.14.12.003.138). პირველ მიწის ნაკვეთში მან გადაიხადა 116 280 ლარი, ხოლო მეორეში - 213 180 ლარი, ანუ სულ - 329 460 ლარი.

ირანელი ბიზნესმენის მიერ მიწის ნაკვეთების ყიდვის კონკრეტული მიზანი უცნობია, რადგან სახელმწიფო და თბილისის მერიის ორგანოების მიერ მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში რაიმე საინვესტიციო ვალდებულებები გათვალისწინებული არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]