weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბუნებრივი აირი რეგიონებშიც გაიაფდება

15:55 ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, რეგიონებში მცხოვრები აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება. იმ რეგიონებში, სადაც „სოკარ ჯორჯია გაზი“ ოპერირებს, 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზის სამომხმარებლო ტარიფი 0.011 თეთრით ნაკლები იქნება. „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებისთვის ამჟამად მოქმედი ტარიფი 56.940 თეთრია.

სს „საქორგგაზის“ აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფი 0.012 თეთრით შემცირდება. ამჟამად მოქმედი ტარიფი 57.011 თეთრია, ხოლო პირველი იანვრიდან 56.999 თეთრი იქნება.

სემეკ-ის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი თბილისშიც შემცირდა. „ყაზტრანსგაზ თბილისის“ აბონენტები 0.014 თეთრით ნაკლებს გადაიხდიან.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების 2019 წლის ტარიფების დადგენაზე დღეს იმსჯელა.  ახალი ტარიფები 2019 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]