weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაზე მორატორიუმი ამოქმედდა

16:23 პარასკევი, 23 ივნისი 2017

დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის მიერ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც უცხოელებს ეზღუდებათ საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწებზე საკუთრების უფლება.

ცვლილებების მიხედვით, უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ასევე უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საქართველოს ტერიტორიაზე აღარ ექნებათ საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულზე). 

მორატორიუმი ვრცელდება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე, რომელიც პარლამენტმა 2017 წლის საშემოდგომო სესიაზე უნდა მიიღოს. 

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური შეზღუდვა საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2013 წლის 17 ივლისს შემოიღო, რითაც სასოფლო-სამეურნეო მიწაზე უცხოელთა საკუთრების უფლება დროებით იქნა შეჩერებული 2014 წლის 31 დეკემბრამდე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2014 წლის 24 ივნისის განჩინებით, აღნიშნული ნორმა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით შეუსაბამოდ ცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]