weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

იანვარში საქართველოში 305 939 ტურისტი ჩამოვიდა

12:13 ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019

2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 305 939 შეადგინა, რაც 17 061-ით მეტია 2018 წლის იანვრის მაჩვენებელზე (ზრდა +5.9%). ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტაციის ცნობით, იანვარში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან: პოლონეთი (+130.5%), ჩეხეთი (+96%), ესპანეთი (+65.1%), ლატვია (+63.5%), გერმანია (+46.6%), ლიეტუვა (+40.8%) და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი (+217.1%), ისრაელი (+132.1%), ყირგიზეთი (+112%), ჩინეთი (+72.8%), საუდის არაბეთი (+72.7%) და სხვა.

წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 3.2 მილიარდ დოლარს (ზრდა +18.4%) შეადგენს, რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით 7.6%-ს შეადგენს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19%-ია.

2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7 მილიარდ დოლარს, რაც 594 მილიონი დოლარით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5% იყო“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]