weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რკინიგზა – თბილისი-ბათუმის მატარებლის მეორე კლასის ბილეთი არ გაძვირდება

16:10 ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017

„საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის მატარებლის ბილეთების ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განმარტებით, მეორე კლასით მგზავრობის ფასი არ გაიზრდება და ზაფხულის სეზონზე ბილეთი 24 ლარი ეღირება.

„საქართველოს რკინიგზა 1-ლი ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულების მატარებლის ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის ბილეთის ფასის კორექტირებას ახდენს. ამასთანავე, გვსურს გამოვეხმაუროთ მცდარ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ბილეთების ფასის ცვლილება შეეხო მეორე კლასის ბილეთებს. მეორე კლასით მგზავრობის ფასი უცვლელია. ისევე, როგორც წინა სეზონში ფასი იქნება 24 ლარი, არასეზონური ფასი კი 18 ლარი.

საქართველოში სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანა არის დოტაციური და ხორციელდება თანხების სუბსიდირება. გაუმართლბელია სუფსიდირების განხორციელება ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის მგზავრობის, რომელიც მოიცავს დამატებითი სერვისებით სარგებლობას. მატარებლში არის 400 ადგილი აქედან პირველი კლასის ადგილს შეადგენს მგზავრთა 10% და ბიზნეს კლასით მოსარგებლეები 2%-ია. მგზავრთა 88% იმგზავრებს წინა წლებში დადგენილი ტარიფით“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა თბილისი-ბათუმის მატარებლის ბიზნეს და პირველ კლასზე არასეზონური ფასებიც დაკორექტირდეს.

თბილისიდან ბათუმამდე მგზავრები შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ ორსართულიან ელექტრომატარებელს გადაჰყავს. მატარებელი ბათუმამდე 5 საათში ჩადის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]