weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ფაროსანასთან და სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის პროგრამა 45 მილიონით დაფინანსდება – პრემიერი

16:36 ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019

2019 წელს აზიურ ფაროსანასთან და სოფლის მეურნეობის კულტურების სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის პროგრამა 45 მილიონი ლარით დაფინანსდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, აზიური ფაროსანა ბოლო ორი წლის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევაა.

ბახტაძის თქმით, გასულ წელს სოფლის მეურნეობის სექტორში ექსპორტმა თითქმის მილიარდ ლარს მიაღწია და რომ არა აზიური ფაროსანას გავრცელება, ეს სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.

„ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთხელ ძალიან კარგი პასუხი იმ სკეპტიკოსებისთვის, რომელთაგან ხშირად მოგვისმენია, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას მომავალი არ აქვს. საქართველოში მომავალი არ აქვს ნატურალურ მეურნეობას, ანუ იმ ტიპის მ ეურნეობას, როდესაც ფერმერი გლეხი იძულებულია, მოყვანილი პროდუქცია თავად მოიხმაროს. საქართველოში აქვს პერსპექტივა სოფლის მეურნეობას, უბრალოდ, აუცილებელია სწორი აქცენტების გაკეთება. ჩვენ ძირითადი ფოკუსი უნდა გავაკეთოთ ისეთ კულტურებზე, სადაც გვაქვს კონკურენტუნარიანი უპირატესობა. გასულ წელს ჩვენი სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა ბოლო ორი წლის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რაც გვაქვს სოფლის მეურნეობის სექტორში – აზიური ფაროსანა და მისი გავრცელება. ვფიქრობ, წლევანდელი პროგრამა საკმაოდ დახვეწილია, შეჯერებულია ყველა წამყვან საერთაშორისო ექსპერტთან. დარწმუნებული ვარ, პროგრამის წარმატებული რეალიზაციის შემდეგ ჩვენ გავზრდით იმ საექსპორტო პოზიციებს, რომელიც 2 წლის წინ გვქონდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიცემული აქვს დავალება, პროგრამით მოიცვას არა მხოლოდ აზიური ფაროსანა, არამედ მცენარეთა სოკოვან დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემებიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]