weather cur horoscope tv
სექტემბერი 29, 2020

შეერთებულ შტატებს ისტორიაში ყველაზე დიდი დავალიანება ახლა აქვს

17:43 ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019 hits 455

აშშ-ის სახელმწიფო დავალიანებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. როგორც ქვეყნის სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს, სახელმწიფო ვალი 2 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და ამჟამად 22 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.

გერმანული სამაუწყებლო კომპანია Deutsche Welle-ს ცნობით, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში შეერთებული შტატების ვალის ზრდის მიზეზად საგადასახადო რეფორმა სახელდება, რაც ბიუჯეტს 1.5 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ვარაუდობენ, რომ წელს ბიუჯეტის დეფიციტი 897 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც 2018 წელთან შედარებით, 15-ით მეტია.

თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ რეფორმის ხარჯებს გაზრდილი ეკონომიკა დაფარავს, თუმცა ბევრი ამერიკელი ექსპერტი ასე არ ფიქრობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]