weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2020

ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა ეკოლოგიურად სუფთა, მცირე ჰესებზე დგას – თურნავა

16:16 ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019 hits 988

საქართველოს ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ახალაშენებული „შილდაჰესი-1“-ის მუშაობას გაეცნო და განაცხადა, რომ წელს კიდევ ბევრი მგავსი ჰესი გაიხსნება. 

„ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. „მწვანე ჰესი“, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. სწორედ ასეთი ტიპის მცირე სადგურებზე დგას საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ვულოცავ ინვესტორს, კახეთის რეგიონს ამ წარმატებულ პროექტს. ჩვენ წელს კიდევ ბევრ ასეთ ჰესს გავხსნით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მდინარე ჩელთზე აშენებული ჰიდროელექტროსადგური „შილდაჰესი-1“ ექსპლუატაციაში რამდენიმე თვის წინ შევიდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 1.2 მეგავატია, სადგურის წლიური გამომუშავება კი 8.7 მლნ. კვტ.სთ. სამინისტროს ცნობით, კომპანია „ჰიდრო ენერჯიმ“ ჰესის მშენებლობისთვის 1 800 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

„ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დასაქმდა 12 ადგილობრივი მოსახლე. „შილდაჰესი-1“ მუნიციპალურ ბიუჯეტში ყოველწლიურად 40 000 ლარამდე გადასახადს იხდის“, – აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]