weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

იანვარ-თებერვალში ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

10:33 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12.2 მილიონი ბოთლი (0.75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 13%-ით აღემატება. წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 115-მა კომპანიამ განახორციელა.

ქართული ღვინის გადაზიდვები გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, აღსანიშნავია პოლონეთის ბაზარი, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეხუთედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 42% (628 022 ბოთლი), ჩინეთი - 7% (600 783 ბოთლი), და აშშ - 1032% (128 145 ბოთლი); ასევე ევროპის მიმართულებით: ლიტვა - 75% (104 616 ბოთლი), საფრანგეთი - 24% (17 406 ბოთლი), შვედეთი - 313% (9000 ბოთლი), ბულგარეთი - 6% (4500 ბოთლი); ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: რუსეთი - 17% (8 688 854 ბოთლი), ბელარუსი - 1389% (80 394 ბოთლი), აზერბაიჯანი - 8% (8814 ბოთლი), მონღოლეთი - 189% (66 012 ბოთლი) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში არიან: რუსეთი (8 688 854 ბოთლი), უკრაინა (976 482 ბოთლი), პოლონეთი (628 022 ბოთლი), ჩინეთი (600 783 ბოთლი) და ყაზახეთი (346 152 ბოთლი).

ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4.2 მლნ ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს ათ ქვეყანაში ექსპორტირებულია 85.4 ათასი ბოთლი (0.5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 188% შეადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 21%-ით მეტია. მთლიანობაში - ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 43.6 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, ზრდა 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 13%-ს აღწევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]