weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

თებერვალში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 111%-ით გაიზარდა

12:17 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

2019 წლის პირველ ორ თვეში საქართველოს აეროპორტები ჯამში 625 236 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 25%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

თებერვალში მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თებერვალში 238 445 მგზავრს მოემსახურა, რაც 13%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის თებერვალი - 210 802 მგზავრი ). ორ თვეში ზრდამ კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13% შეადგინა (2018 წლის იანვარ-თებერვალი – 433 202 მგზავრი).

2019 წლის თებერვალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 111%-ით გაიზარდა და 47 573 მგზავრი შეადგინა. ორი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 103 468 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112%-ით მეტია.

ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის თებერვალში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 14 278 მგზავრმა ისარგებლა, რაც 87%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის თებერვალი – 7625 მგზავრი). ორი თვის მონაცემებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 67%-ით გაიზარდა და 30 251 მგზავრი შეადგინა.

2019 წლის ორ თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 894 მგზავრმა ისარგებლა, რაც 80%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას.

მესტიის აეროპორტი 2019 წლის თებერვალში 351 მგზავრს მოემსახურა, რაც 228%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის თებერვალში მესტიის აეროპორტი 107 მგზავრს მოემსახურა.

2019 წლის თებერვალში ამბროლაურის აეროპორტით 35-მა მგზავრმა ისარგებლა, სულ ექვსი რეისი შესრულდა. აეროპორტების გაერთიანების სტატისტიკის თანახმად, აღნიშნული მონაცემები 30%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]