weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ქინძმარაულის და მუკუზანის მიკროზონებში გამგებლების მიერ ცნობის გაცემა საჭირო აღარ იქნება

18:04 ხუთშაბათი, 07 მარტი 2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2019 წელს ორ მნიშვნელოვან ადგილწარმოშობის ზონაში - „ქინძმარაულსა“ და „მუკუზანში“ ყურძნის ჩაბარება, აღრიცხვა და გადამუშავება მოხდება ფერმერის კადასტრის ელექტრონული სისტემაში დარეგისტრირების შემდეგ.

მინისტრის თქმით, არსებული ტრადიცია - სოფლის გამგებლების მიერ ცნობების გაცემა - ამ ზონებში აღარ იქნება საჭირო.

„ანალოგიური სისტემა მუშაობს ევროპის ქვეყნებში და ეს სიახლე კიდევ უფრო აამაღლებს ქართული ღვინის საიმედოობასა და რეპუტაციას. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს მუშაობა ღვინის ხარისხის კონტროლის ახალი სისტემების დანერგვის მიმართულებით, ასევე წარმატებით ხორციელდება ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისების სტრატეგია, რაც ასახულია ექსპორტის მზარდ მაჩვენებლებზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას.

საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლიდან დაიწყო. კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]