weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ცხინვალისა და აფხაზეთის მცხოვრებლები 35 ათას ლარამდე გრანტს მიიღებენ

10:47 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

12 მარტს დაიწყო და 12 მაისის ჩათვლით გაგრძელდება განაცხადების მიღება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომელიც გამყოფი ხაზების გასწვრივ, ვაჭრობისა და ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, 7-დან 35 ათას ლარამდე გრანტების გაცემას ითვალისწინებს.

„პირველად 25 წლის განმავლობაში, რაც კონფლიქტი არსებობს, ფინანსური რესურსები ხელმისაწვდომი ხდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის; საქართველოს ნებისმიერი 18 წელს მიღწეული მოქალაქისთვის; იმ პირებისთვის, რომლებიც ახალი წესით არიან რეგისტრირებულნი და რაც ასევე სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებშია დადგენილი - ესაა სტატუსნეიტრალური რეგისტრაციის ფორმა. მათ შესაძლებლობა ექნებათ ინდივიდუალური ან ერთობლივი პროექტებისთვის 7-დან 35 ათას ლარამდე გრანტი მიიღონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კომპონენტია. მისი ამოცანა პირველ რიგში ის არის, რომ ხელი შეუწყოს იმ ძალიან რთული მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომელიც მოსახლეობას აქვს. მოგეხსენებათ, იქ საკმაოდ მძიმე სოციალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული გამოწვევებია. გარდა ამისა, საერთო ინტერესის გარშემო წაახალისოს თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ნდობის მშენებლობას, რაც სამშვიდობო პროცესისთვის აუცილებელია“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია: აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ, 18 წელს მიღწეულ ფიზიკურ პირს; აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს, რომელიც საქმიანობას ლეგიტიმურად ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში; 18 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე;

ერთ ბენეფიციარზე, რომელიც უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიცემა 7 000 ლარამდე თანხა; 15 000 ლარამდე გაიცემა ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ორი ბენეფიციარისგან, მათ შორის ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე; 20 000 ლარამდე გრანტის მიღება შეუძლია ბენეფიციართა ჯგუფს, რომელიც შედგება სამი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე; 35 000-მდე ლარით დაფინანსდება ბენეფიციართა ჯგუფი, რომელიც შედგება ოთხი ან მეტი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირები ავსებენ და არეგისტრირებენ ელექტრონულ ბიზნესგეგმას წინასწარ შექმნილ სპეციალურ ლინკზე (რომელიც განთავსდება აღნიშნულ ვებ-გვერდზე www.enterprisegeorgia.gov.ge) და შევსებული დოკუმენტი იგზავნება ელ. ფოსტის მისამართზე (ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.); განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ქართულ და აფხაზურ ენაზე.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ნებისმიერი სახის წარმოება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და მომსახურების სფერო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]