weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„აწარმოე საქართველოში“ ტურიზმის მხარდასაჭერად ორ ახალ პროგრამას იწყებს

10:10 ოთხშაბათი, 27 მარტი 2019

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ტურიზმის მხარდასაჭერად ორ ახალ საგრანტო პროგრამას განახორციელებს. ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი პროგრამით, რომელიც აპრილიდან დაიწყება, ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანები და სასტუმროს მფლობელები ისარგებლებენ.

ხიდურელის თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო 2 მილიონ ლარამდე სესხის უზრუნველყოფაში შევა.

„თუკი ინვესტორს სესხის გადახდის პრობლემა აქვს, ჩვენ ვთავაზობთ თანადაფინანსების პროგრამას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესზეა გათვლილი, ხოლო თუ მას უზრუნველყოფის კუთხით აქვს პრობლემები, ამ შემთხევაში გამოიყენებს საგარანტიო მექანიზმს. დახმარებისა და დაფინანსების მოსაპოვებლად აპლიკანტები აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდნენ იმ კრიტერიუმებს, რასაც სააგენტო ადგენს. პირველ რიგში, ბანკმა უნდა ჩათვალოს, რომ პროექტი არის მომგებიანი. ასევე, აუცილებელი პირობაა, ბიზნესს შშმ პირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გააჩნდეს და შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო მაღალ სტანდარტებთან“, – განმარტა მიხეილ ხიდურელმა.

მისივე თქმით, თუკი აპლიკანტი ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, სააგენტო მას პროექტის შეცვლას სთავაზობს.

რაც შეეხება ტურიზმის განვითარების ხელშემწყობ მეორე პროგრამას, მისი ამოქმედება ზაფხულიდან იგეგმება.

„ეს არის მიკროგრანტების კომპონენტი და შეეხება მიკრო ბიზნესებს. გრანტის მაქსიმალური ოდენობა თუ აქამდე 20 ათასი ლარი იყო, გვექნება 30 ათასი ლარი. მაღალმთიანი რეგიონებისთვის იქნება უკეთესი და შეღავათიანი პირობები.

პროგრამის ფარგლებში ჩვენ დავამატებთ ასევე კლასტერინგის მექანიზმს ანუ მაგალითად თუკი მეწარმეს უნდა საოჯახო სასტუმროს გაკეთება შატილში და ჰყავს ახლოს მცხოვრები ადამიანი, რომელსაც უნდა გააკეთოს ცხენების ან მოტოციკლეტების გაქირავების სერვისი, ხოლო მესამე მეზობელს რესტორნის ან მუზეუმის აშენება უნდა, ამ ერთობლიობას, ანუ ე.წ. კლასტერს, დამატებით ქულას ვანიჭებთ და განსაკუთრებით ვუწყობთ ხელს განვითარებაში“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

მისივე თქმით, სააგენტოს მიზანია, წაახალისოს პარტნიორობა და ხელი შეუწყოს ტურისტული ცენტრების შექმნას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]