weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საჯარო რეესტრმა მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

17:05 ხუთშაბათი, 28 მარტი 2019

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მონაწილეობა მიიღო მიწის მმართველობის  თემაზე მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშირისო კონფერენციაში „მიწის მმართველობა და სიღარიბე 2019: ინოვაციის ხელშეწყობა“.

რიგით მე-20 კონფერენციაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები - მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია და იურისტი თემურ გაბრიაძე ორ თემატურ სესიაში მონაწილეობდნენ - „აღმოსავლეთ ევროპის მიწის ადმინისტრირების მაგალითები“ და „მოახდენს ბლოკჩეინის ტექნოლოგია მიწის ადმინისტრირების სფეროში რევოლუციას?“.

„საქართველოში განხორციელებული მიწის რეგისტრაციის რეფორმის ინოვაციური მიდგომების“, როგორც საქართველოს საექსპორტო რეფორმის შესახებ მოხსენებაში  რეგისტრაციის რეფორმის პროცესში გამოყენებულ მიდგომები, რეფორმის  ფარგლებში დანერგილი სიახლეები და მიღწეული წარმატებული შედეგები დეტალურად იქნა განხილული.

„საქართველოს ბლოკჩეინ რევოლუციის“ წარდგენისას კი  საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა საქართველოში, კერძოდ კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ  ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.  “საქართველოს ბლოკჩეინ რევოლუცია“ კონფერენციაზე არჩეული იყო სასესიო გამორჩეულ პრეზენტაციად. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგანგებო კუთხე აღნიშნული პროექტის წარსადგენად, სადაც ასევე განთავსდა შესაბამისი საინფორმაციო მასალა. საქართველოს კუთხეში  საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა კონფერენციის ყველა დაინტერესებულ სტუმარს მათთვის საინტერესო  საკითხებზე მიაწოდეს  ინფორმაცია.

ამასთან, კონფერენციის მიმდინარეობისას, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტთან“ დაკავშირებით, გაიმართა შეხვედრა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, პროექტის ხელმძღვანელთან და კონსულტანტებთან. შეხვედრაზე პროექტის პრაქტიკული განხორციელებისთვის საჭირო მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობები განიხილეს.

კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში 25 მარტს დაიწყო და 29 მარტს დასრულდება,  განიხილება  შემდეგი საკითხები: ეკონომიკური კვლევა და ზეგავლენის შეფასება, მიწის პოლიტიკა და ეკონომიკა, მიწის ბაზარი და მისი სტრუქტურული ცვლილება, მიწის და ადამიანის უფლებები, ბუნებრივი რესურსების მართვა, სოფლის მეურნეობისა და სასარგებლო წიაღისეულის საკითხები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ურბანული დაგეგმარება, მიწის ზედაპირის გაციფრულება (ლიდარი) და მიწის სარგებლობის პოლიტიკა, მონაცემთა ინტეგრირება და სერვისების მიწოდება; ინსტიტუციური ინოვაცია და კერძო სექტორის მონაწილეობა, მიწის მონაცემების შეგროვება და ანალიზი და სხვა. ღონისძიების ფარგლებში ასევე განიხილეს უახლესი მიღწევები და რეფორმები მიწის მმართველობის სფეროში.

მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონფერენცია „მიწის მმართველობა და სიღარიბე“ წარმოადგენს მთავარ გლობალურ ღონისძიებას მიწის მმართველობის სფეროში, რომელშიც მონაწილეობენ სახელმწიფო, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან.

 

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]