weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გუდაურში დიპლომატიურ სათხილამურო შეჯიბრში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

21:10 კვირა, 31 მარტი 2019

გუდაურმა მესამედ უმასპინძლა დიპლომატიურ სათხილამურო ტურნირს „DipSki2019“. სათხილამურო ტურნირში გამარჯვებულები გამოვლინდნენ ოთხ კატეგორიაში. ქალთა შორის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენელი ლორენ ბარი, მამაკაცთა კატეგორიაში პიტერ დენისი ევროკავშირის დელეგაციიდან, საქართველოს მთავრობიდან მამაკაცთა კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი შოთა ბრელიძე, საქართველოს მთავრობიდან ქალთა კატეგორიაში გაიმარჯვა კატო ალანიამ ასევე ტურიზმის დეპარტამენტიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, დიპლომატიური სათხილამურო ტურნირი კარგი საშუალებაა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის.

„ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ დიპლომატიურ კორპუსთან, საელჩოების და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დავტკბეთ ამ სილამაზით, რასაც გუდაური ჰქვია. ეს არის ადგილი, რომელიც ზრდის ტურისტების რაოდენობას, იგი ხდება ძალიან პოპულარული ჩვენს უცხოელ პარტნიორებს შორის. ამიტომ, ელჩების ჩართულობა, დიპლომატიური კორპუსის ხშირი მონაწილეობა მსგავსი სახის ტურნირებში ხელს უწყობს ამ მართლაც ულამაზესი კურორტის პოპულარიზაციას“, - აღნიშნა მინისტრმა.

დიპლომატიური სათხილამურო ტურნირი 2017 წლიდან იმართება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]