weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

Black Sea Arena-ს დირექტორად ტატო ხარჩილავა დაინიშნა

16:21 ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019

პრომოუტერი ტატო ხარჩილავა შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზის, Black Sea Arena-ს დირექტორად დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ხელი გუშინ მოაწერა. ბრძანება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზის დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია იანვარში გამოცხადდა. მანამდე დირექტორი ანა კავლელიშვილი იყო, რომელიც მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

შეკვეთილში Black Sea Arena ბიძინა ივანიშვილმა ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. მისი 100%-ის მესაკუთრე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]