weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სამ თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 1 359-მა მგზავრმა ისარგებლა

12:45 პარასკევი, 05 აპრილი 2019
ფოტოზე მესტიის აეროპორტი ფოტოზე მესტიის აეროპორტი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მიმდინარე წლის სამ თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 1 359 მგზავრმა ისარგებლა. როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ით გაიზარდა – 2018 წლის პირველ სამ თვეში ადგილობრივი აეროპორტები 797 მგზავრს მოემსახურა.

მარტში მესტიის აეროპორტში მგზავრთნაკადი 60%-ით გაიზარდა და 421 მგზავრი შეადგინა. 2018 წლის მარტში აღნიშნული აეროპორტი თითქმის ორჯერ ნაკლებ - 263 მგზავრს მოემსახურა.

ამბროლაურის აეროპორტით 2019 წლის მარტში 44 მგზავრმა ისარგებლა, სულ კი 6 რეისი შესრულდა, რაც 37%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნულ აეროპორტში 2018 მარტში 27 მგზავრი დაფიქსირდა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სამ თვეში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრების ნაკადი 21%-ით გაიზარდა. აეროპორტები ჯამში 1 014 732 მგზავრს მოემსახურა. უწყების ცნობით, 2018 წლის ეს მაჩვენებელი 839 518 მგზავრი იყო.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მარტში 314 065 მგზავრს მოემსახურა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - 53 316 მგზავრს, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 21 664-მა მგზავრმა ისარგებლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]