weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ჩინეთი ბიტკოინის წარმოების აკრძალვას აპირებს

14:32 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019

კრიპტოვალუტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში, კრიტპოვალუტის წარმოების აკრძალვას აპირებს. ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმის კომისიამ ყველაზე პოპულარული ვირტუალური ვალუტის - ბიტკოინის წარმოება უკვე დაამატა იმ ინდუსტრიების სიას, რომელთა აკრძალვასაც აზიის უდიდესი ქვეყანა გეგმავს.

კომისიამ 2011 წელს შეიმუშავა ისეთი ინდუსტრიების სია, რომელთა წახალისებას, შეზღუდვას ან აკრძალვასაც სახელმწიფო აპირებს.

ორშაბათს კომისიამ გამოაქვეყნა სიის შესწორებული ვარიანტი, სადაც 450 ასაკრძალ ინდუსტრიას შორის კრიტპოვალუტების, მათ შორის ბიტკოინის წარმოებაც მოხვდა. ე.წ. შავ სიაში მოხვედრილი ინდუსტრიები იკრძალება რამდენიმე კრიტერიუმის გამო, რომელთა შორისაც სახელდება: მარეგულირებელი ნორმებთან შეუთავსებლობა, უსაფრთხოების მაღალი რისკები, რესურსების უყაირათოდ ხარჯვა ან გარემოს დაბინძურება.

შესწორებული სია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიზნით გამოქვეყნდა და კომენტარის გაკეთება 7 მაისამდეა შესაძლებელი. დოკუმენტი არ აკონკრეტებს, თუ როგორ მოხდება კრიპტოვალუტის წარმოების შეჩერება, რაც ანალიტიკოსების აზრით, იმას ნიშნავს, რომ აკრძალვას მყისიერი სახე ექნება.

დღეის მდგომარეობით, ჩინეთი კრიპტოვალუტის საწარმოებელი დანადგარების გასაღების უმსხვილეს ბაზრად მიიჩნევა, თუმცა 2017 წლის შემდეგ კრიპტოვალუტის სექტორი ჩინეთში უმკაცრესი ზედამხედველობის ქვეშ მოექცა და მარეგულირებელმა კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმები დახურეს. მალე შეზღუდვები კრიპტოვალუტის წარმოებაზეც გავრცელდა და ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიები, მათ შორის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლებიც, იძულებული გახდნენ, ჩინეთი დაეტოვებინათ.

აქვე გეტყვით, რომ გასულ კვირას ბიტკოინის ფასმა 20 პროცენტით მოიმატა და ერთი ბიტკოინის ღირებულებამ 5 ათას დოლარს გადააჭარბა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]