weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კახეთში ატმის ფასი 15–დან 30 თეთრამდე მერყეობს

16:39 ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017

კახეთში ფერმერებს ატმის რეალიზაცია უჭირთ. ცენტრალური საავტომობილო გზის პირას სახელდახელოდ მოწყობილ საბითუმო ბაზრებში 1 კილოგრამი ატმის ფასი ხარისხის მიხედვით 15–დან 30 თეთრამდე მერყეობს. კომპანია „კულა“ ფერმერებს ატმის ჩაბარებას გორში სთავაზობს. პირველი და მეორე ხარისხის ატამში საწარმო 25 თეთრს იხდის.

როგორც რეგინფოს „კულაში“ განუცხადეს, პირველი და მეორე ხარისხის ატმის მიღება ერთი კვირის წინ დაიწყეს და ამ დროისთვის 35 ტონამდე აქვთ ჩაბარებული.

რაც შეეხება გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მდებარე ხილის გადამამუშავებელ-შემნახველ საწარმოს, „ქართული ხილის კომპანიაში“ განაცხადეს, რომ ატმის მიღებას დაახლოებით 10 დღეში დაიწყებენ.

კომპანიის მენეჯერის სოსო მანჯავიძის თქმით, ატმის ჩასაბარებელ ფასს უახლოესს დღეებში ბაზარზე არსებული ფასის  მიხედვით განსაზღვრავენ. მისივე განმარტებით, წელს პირველი, მეორე და მესამე ხარისხის ატამს მიიღებენ.

„წელს მაცივრის გარდა ხილის გადამამუშავებელი საწარმოც გვექნება, სადაც მეორე და მესამე ხარისხის ატმისგან ფაფას დავამზადებთ. ფერმერებს ჩვენთან ატმის ჩაბარების პრობლემა არ ექნებათ, რადგან წელს საშუალება გვაქვს მივიღოთ როგორც საექსპორტო ხარისხის ატამი, ისე ფაფის დასამზადებლად გამოსაყენებელი. ფაფა 400 ლიტრიან კასრებში შეინახება და სხვადასხვა დაწესებულებას გაეგზავნება, მაგალითად როგორიც არის საბავშვო ბაღები“, - აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.

„ქართული ხილის კომპანია“ 2013 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. საწარმოში 1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა,  საიდანაც 600 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. დაახლოებით ამდენივე დაიხარჯა ახალი საწარმოს მშენებლობაზე, რომელიც ხილის ფაფას დაამზადებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]