weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

Ryanair-ი სავარაუდოდ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან იფრენს

13:40 ხუთშაბათი, 16 მაისი 2019

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ხელშეკრულება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაფორმდება. მისი თქმით, საუბარია ფრენებზე როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, Ryanair-თან დავიწყეთ მოლაპარაკების ახალი ეტაპი. ეს მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებულია და უახლოეს მომავალში ალბათ ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ. თუმცა, ამ ეტაპზე წინასწარ საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ რეისები შესრულდეს როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო მიმართულებებზე“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

გუშინ ამავე თემაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ. მისი თქმით, საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებასთან დაკავშირებით, ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან შეთანხმება, ფაქტობრივად, ხელმოწერილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]