weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ლარი დოლართან 2.06 თეთრით გაუფასურდა

17:29 სამშაბათი, 21 მაისი 2019

ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 21 მაისის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7676 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7470 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.06 თეთრი შეადგინა.

ლარი გაუფასურდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური კურსი 3.0848 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.0643 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.05 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 მაისიდან შევა ძალაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებით ხსნის. როგორც მან დღეს განაცხადა, „ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორია“.

„მიუხედავად იმისა, რომ კურსი 2.80-ს მიუახლოვდა, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას. დარწმუნებული ვართ, რომ ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რაც ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი. ის ნაწილი კი, ვისაც აქვს სესხი დოლარში და ვინც ყველაზე მეტად მოწყვლადია ამ დროს, ჩვენ დედოლარიზაციის ღონისძიებებით ვცდილობთ, რომ ეს შევამციროთ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]