weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ეკონომიკის სამინისტრომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვა გააუქმა

12:14 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშნებლობაზე სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურისთვის“ („ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანია) 2 მაისს მიცებული ნებართვა გააუქმა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას.

„ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთი ჩვენი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე რომ, ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არცერთ მოქმედ წევრთან და არც ჩემთან პირადად“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, დოკუმენტი პროცედურული დარღვევებით არის გაცემული, რის გამოც მისი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. გარდა ამისა, თანამდებობიდან გაათავისუფლებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი.

„რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ანაკლიის პორტი და ეს არაერთხელ გვითქვამს, წარმოადგენს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს. ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, დაწყებული 300 000 0000-ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70-მილიონიანი მიწის გამოსყიდვით და 100 000 000 დოლარის დამატებითი დაფინანსებით. ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან და გვაქვს დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე და ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს და კონცენტრირდეს არსებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი დროულად დაიწყოს და დროულად დავიწყოთ მშენებლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ინფორმაცია გუშინ, 29 მაისს გააავრცელა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განაცხადა, რომ მთავრობამ მათ და კონსორციუმის პარტნიორებს ამ ნებართვის თაობაზე ცნობები დაუმალა. კონსორციუმის განცხადებით, „თუ ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]