weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კახეთში გვაქვს ეკონომიკის განვითარების ძალიან დიდი რესურსი – ბახტაძე

12:43 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

„კახეთში არის ის პოტენციალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა თავის ოჯახში იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წინანდალში, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე.

ბახტაძის თქმით, კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იყო 2018 წელი, რადგან ამ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული რთველი ჩატარდა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგი მოგვცა, თუმცა ჩვენ შორს ვართ სასურველი ნიშნულიდან. ჩვენი შეფასებით, მხოლოდ კახეთის რეგიონი რომ ავიღოთ, ეკონომიკური პოტენციალის 25 პროცენტია მხოლოდ გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ ამ ულამაზეს კუთხეში გვაქვს ეკონომიკის განვითარების ძალიან დიდი რესურსი და რაც მთავარია - ინკლუზიური განვითარების რესურსი“,– განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კახეთში მეღვინეობა ძალიან აქტიურად ვითარდება, თუმცა, ფიქრობს, რომ განვითარების უფრო მნიშვნელოვანი რესურსი არსებობს.

„განსაკუთრებით მიხარია, რომ ხდება ბაზრების დივერსიფიკაცია. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ერთ მსხვილ ბაზარზე.

კარგია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ ნაწილში ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს კონკრეტული დავალება მიცემული ამ საკითხთან დაკავშრებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კახეთის რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი სხვადასხვა მცენარეული კულტურების განვითარების მიმართულებით.

„მნიშვნელოვანია, რომ კახეთში ბოლო წლების განმავლობაში კაკლოვანი კულტურების პოპულარიზაცია მოხდა. კაკლოვანი კულტურების განვითარება აქტუალურია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოსთვის. კახეთში ამ კუთხით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა, რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის კულტურები, რომელიც შეიძლება ვიღაცას ეგზოტიკად მოეჩვენოს, მაგრამ გარწმუნებთ, კახეთის რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და ამის მაგალითია ზეთისხილის გაშენება, რომელიც ძალიან მზარდი პროდუქტია მსოფლიო ბაზარზე და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ამ მიმართულებითაც დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო ბაზარზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კახეთი ხდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო გააქტიურდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]