weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

The Guardian კახეთში დამზადებული სამი ღვინის შესახებ წერს

12:06 სამშაბათი, 11 ივლისი 2017
ფოტო ქართული ღვინის პრეზენტაციიდან ფოტო ქართული ღვინის პრეზენტაციიდან

„ბრწყინვალე ღვინოები საქართველოდან“ ასე ჰქვია ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ქართულ ღვინოებს ეძღვნება. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ვაზის 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშია, ქართული ღვინის ტრადიცია კი 8 000 წლის წინ იწყება. სტატიის ავტორმა მკითხველისთვის სამი „დიდებული ქართული ღვინო“ შეარჩია, რომლებიც კახეთშია დამზადებული.

The Guardian-ის მიერ დასახელებულ ღვინოებს შორისაა კომპანია „თბილღვინოს“ ქვევრის თეთრი მშრალი ღვინო, რომელიც დიდ ბრიტანეთში 11 ფუნტი სტერლინგი ღირს. ავტორის თქმით, ქართული ღვინოები ყოველთვის განსხვავებულია და მათი მოხვედრა დიდ ბრიტანეთში  არც ისე მარტივია.

ავტორის მიერ შერჩეულ ღვინოებს შორის მოხვდა კომპანია „ჯაყელების ღვინოების“ მიერ დამზადებული ხაშმის საფერავი. ღვინო დიდ ბრიტანეთში 18,50 ფუნტად იყიდება. დევიდ უილიამსის თქმით, ამ სასმელმა, რომელიც ადგილობრივი ყურძნის ჯიშისგან, საფერავისგან მზადდება, მას თბილისში გამგზავრება გადააწყვეტინა. ავტორი წერს, რომ ხაშმის საფერავი იმ ღვინოებიდანაა, რომელშიც შავი ალუბლის, მაყვლის და ასკილის, იისა და ბალახების ოდნავ მომჟაო გემო იგრძნობა.

მესამე ღვინო, რომელიც დევიდ უილიამსმა შეარჩია, სიღნაღში არსებული ღვინის კომპანიის „ხოხბის ცრემლების“ მიერ დამზადებული საფერავია. ღვინის შეძენა დიდ ბრიტანეთში 22 ფუნტად არის შესაძლებელი. ავტორი აღნიშნავს, რომ ქართულ-ამერიკული წარმოება „ხოხბის ცრემლები“ საქართველოს 8 ათას წლიანი ღვინის ტრადიციის თანამედროვე აღორძინების ერთ-ერთი ნათელი წერტილია. „ღვინის წარმოებაში ქვევრი ამ შემთხვევაშიც უდიდეს როლს ასრულებს და 500 ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან იყენებენ რაც შეიძლება მეტს. მეღვინე გელა ფათალაშვილი საოცარ საფერავს ამზადებს, რომელიც კარგად შეეხამება ნიგოზს, რომელიც ქართულ სამზარეულოში ხშირად გამოიყენება“, - აღნიშნავს დევიდ უილიამსი.

2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 31,5 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინის ექსპორტი მოხდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულშია რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, პოლონეთი და ყაზახეთი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]