weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გამყოფ ხაზთან სეტყვით დაზარალებული მოსახლეობისთვის USAID მილიონ დოლარს გამოყოფს

17:21 ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სეტყვით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ერთ მილიონ დოლარს გამოყოფს. შესაბამისი მემორანდუმი სამინისტროს, USAID-ის პროექტს „ზრდა საქართვლოში“ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის გაფორმდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მაისის ბოლოს შიდა ქართლში ძლიერი სეტყვის შედეგად საგანგებო ვითარება შეიქმნა.

„მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მოსავალი სრულად გაუნადგურდა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლობის მხარდაჭერა ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია. ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა აშშ-ის მთავრობის მხრიდან. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა“ ფარგლებში, გორისა და ქარელის მოსახელობა ფინანსურ დახმარებას მიიღებს საარსებო წყაროს უზრუნველსაყოფად. მათ საშუალება მიეცემათ განაახლონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. ეს არის ქართული და ამერიკული მხარეების მიერ შექმნილი სწრაფი რეაგირების პროექტი, რომლითაც ჩვენს ხალხს მიზნობრივ დახმარებას გავუწევთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

USAID მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, რომ დახმარების ფარგლებში, ასევე შესაძლებელი იქნება ფერმერებისთვის ტექნიკის შეძენა, რაც მათ მომავალში საქმიანობას გაუადვილებს.

„ვფიქრობ, ეს არის ქვეყნებს შორის საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითი. მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა დავეხმაროთ ქართველ ფერმერებს კრიტიკული ზარალის ანაზღაურებაში. ჩვენი მხარდაჭერის ბიუჯეტი 1 მილიონი დოლარია“, – განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, მაისის ბოლოს ძლიერი სეტყვის შედეგად, შიდა ქართლის სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა. მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების დაზიანებული ფართობი 10 000 ჰექტრამდეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]