weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გორის წისქვილკომბინატიდან 81 თანამშრომელს ათავისუფლებენ

17:34 პარასკევი, 07 ივნისი 2019
წისქვილკომბინატის გაფიცული თანამშრომლები, 2019 წლის მარტი / ფოტო © GTUC წისქვილკომბინატის გაფიცული თანამშრომლები, 2019 წლის მარტი / ფოტო © GTUC

გორში მოქმედი წისქვილკომბინატიდან 81 თანამშრომელს ათავისუფლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია წისქვილკომბინატის მმართველი აზერბაიჯანული კომპანიის – „კარმენის“ დირექტორმა დაადასტურა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუში ზაზა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინებას დღეს გაუგზავნიან. მისივე თქმით, კომპანია იყიდება, მანამდე კი, ფქვილის წარმოება ნაწილობრივ შეჩერდება.

„კომპანიაში მუშაობას გააგრძელებს 26 თანამშრომელი. წისქვილკომბინატი იმუშავებს ნახევარი დატვირთვით. არსებული რესურსით გავაგრძელებთ ხორბლის შესყიდვას, გადამუშავებას და რეალიზაციას. ეს გაგრძელდება კომპანიის გასხვისებამდე. 81 თანამშრომელს დღეს წერილობით ეცნობება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ისინი კომპენსაციით დაკმაყოფილდებიან“, – განაცხადა შპს „კარმენის“ დირექტორმა, ზაზა ჯაფარიძემ.

Qartli.ge-ის ინფორმაციით, ის თანამშრომლები, რომლებსაც უკვე ეცნობათ გათავისუფლების შესახებ, კომპანიის გადაწყვეტილებას სადამსჯელო ღონისძიებად აფასებენ და აქციების გამართვას აპირებენ.

წისქვილკომბინატის პროფკავშირების თავმჯდომარე ლევან მთვარელიძე აცხადებს, რომ ეს არის პასუხი მიმდინარე წლის მარტში განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც წიქვილკომბინატის თანამშრომლები გაიფიცნენ და ხელფასების მომატებასთან ერთად, სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]