weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ჩერნობილმა“ ტურისტული ბუმი გამოიწვია

12:35 ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019

წარმატებულ სერიალ „ჩერნობილის“ გამოსვლის შემდეგ უკრაინულ ტურისტულ სააგენტოებში მიტოვებული ატომური სადგურის მონახულების მსურველთა რიცხვი გაიზარდა.

მაისიდან ჩერნობილსა და პრიპიატში ვიზიტორთა რაოდენობა 30%-ითაა გაზრდილი. ახალი გათვლით, წინა წელთან შედარებით უახლოეს სამ თვეში რადიაქტიულ ზონას 40%-ით მეტი ადამიანი ეწვევა.

ტურისტებს დაღუპულთა მემორიალების, მიტოვებული ლოკაციებისა და მეოთხე რეაქტორის მონახულების საშულება აქვთ. ასევე ადგილზე მუშაობს რამდენიმე კვების ობიექტი. ტურის საშუალო ღირებულება $100-ს შეადგენს.

კატასტროფის ადგილზე ჩასული ვიზიტორები სოციალურ ქსელებში ფოტოებს, ძირითადად სელფებს ავრცელებენ, რასაც სერიალ „ჩერნობილის“ სცენარის ავტორი კრეიგ მაზინი გამოეხმაურა.

„საოცარია, რომ სერიალმა კატასტროფის ზონაში ტურიზმის ახალი ტალღის წარმოქმნას შეუწყო ხელი, მაგრამ მე ვნახე ფოტოები იმ ადგილიდან, ამიტომაც თუკი ესტუმრებით, გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ იქ საშინელი ტრაგედია მოხდა. მოიქეცით პატივისცემით ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც იქ ტკივილი განიცადა და თავი გაწირა“ - წერს მაზინი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანულ-ამერიკული ხუთი ეპიზოდისგან შემდგარი მინი-სერიალი უკვე გახდა ყველა დროის ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალი.

 

ამ თემაზე:

ჩერნობილის კატასტროფაზე სერიალს რუსეთიც გადაიღებს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]