weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რეგიონებში ახალგაზრდებს პროექტებს 10 ათას ლარამდე თანხით დაუფინანსებენ

13:00 პარასკევი, 14 ივნისი 2019

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და USAID-ი რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის განხორციელებას იწყებენ, რომლის ფარგლებშიც სულ მცირე 500 ახალგაზრდა დატრენინგდება და მათ მიერ ინიცირებული სამი ბიზნესპროექტი 10 000, 8 000 და 6 000 ლარით დაფინანსება.

მეწარმეობის თემაზე სულ მცირე 500 ახალგაზრდის გადამზადების გარდა, პროექტი მიზანად ისახავს მინიმუმ ხუთი მდგარი საწარმოს შექმნას, რომელიც ჯამში 25 ადამიანს დაასაქმებს.

პროექტის ფარგლებში ცხრა სამიზნე მუნიციპალიტეტში - ზუგდიდში, ბორჯომში, ასპინძაში, ადიგენში, ნინოწმინდაში, მარნეულში, ბოლნისში, კასპსა და გორში მცხოვრები, 18-29 წლის ასაკის ახალგაზრდები სამეწარმეო ტრენინგებში მიიღებენ მონაწილეობას. ტრენინგები ჩატარდება ცხრავე მუნიციპალიტეტში და განხორციელდება საქართველოს პირობებზე ადაპტირებული გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) სამეწარმეო-სატრენინგო სახელმძღვანელოს საფუძველზე. ტრენინგების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ეთხოვებათ წარადგინონ სამეწარმეო იდეები 4 მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები. მეორე ეტაპზე, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის ავტორი ან ავტორთა გუნდი (მაქსიმუმ 3 ადამიანი) მიწვეულ იქნება თბილისში, სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც 6-7 დღის განმავლობაში გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს სამეწარმეო იდეების დასახვეწად და ბიზნესპროექტებად გადასაქცევად. ამ ეტაპზე ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულ ბიზნესპროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან 10 000, 8 000 და 6 000 ლარის საგრანტო თანხით.

პროექტი განხორცილდება სამ ფაზად: I და II ფაზები - 2019 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე, III ფაზა - 2020 წლის გაზაფხულზე.

სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია აქ: http://rdfg.ge/ka/training/

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]