weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მამუკა ხაზარაძე ლონდონში, TBC ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ისევ აირჩიეს

16:01 ორშაბათი, 24 ივნისი 2019
ფოტოზე - ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ფოტოზე - ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე

თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „თიბისი ჯგუფის“ აქციონერებმა ლონდონში მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ხაზარაძე კვლავ აირჩიეს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო ბადრი ჯაფარიძე მის მოადგილედ.

ლონდონში ახლახანს დამთავრდა TBC BANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97%-მა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავმჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია - აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და კონტინენტური ევროპიდან“, – წერს ხაზარაძე.

ის მადლობას უხდის პარტნიორებს, გუნდის წევრებსა და გულშემატკივრებს: „ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენ პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში“.

მიმდინარე წლის თებერვალში, ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს, თუმცა ისინი ლონდონში დაფუძნებული თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოში თავმჯდომარისა და მოადგილის თანამდებობებზე დარჩნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]